вторник, 22 февраля 2011 г.

განახლებადი გეოთერმული ენერგიის წყარო სამტრედიაში

საპროექტო იდეა: ,,სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის მეორე სიცოცხლე“
პრობლემის აღწერა:
სამტრედიაში გვაქვს ბუნებისაგან დიდი საჩუქარი. აქ დედამიწის წიაღიდან 1450 მეტრი სიღრმიდან ამოედინება თერმული გოგირდოვანი წყლები,რომლის ტემპერატურაა 650 C დღე–ღამეში დაახლოებით 2764800 ლიტრ მოცულობით. ჩვენი აზრით ძალიან ეფექტური იქნება ამ წყლის გამოყენება გარდა სამკურნალო თვისებებისა, სასათბურე მეორნეობაში, სასტუმრო ოთახების გასათბობად... ეხლა, როცა ასე მაღალია ფასები ენერგო–რესურსებზე. აქ კი პრაქტიკულად მუდმივად განახლებადი ენერგიის წყარო გვაქვს ბუნებიდან ბოძებული. ჩვენი გათვლებით ეს, დაახლოებით, ლარის ეკონომიას მოგვცემს. ამის შესახებ მე და ჩემი მეგობრები კარგა ხანია ვფიქრობთ და ძალიან გაგვიხარდა, როცა თქვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა ენერგოეფექტურობის კონკურსი. ამით ჩვენ საშუალება გვაქვს ჩვენი გულის ტკივილი მოგაწვდინოთ თქვენ და იქნებ ჩვენს ოცნებას მალე ფრთები შეესხმას. ჩვენ შევქმენით პროექტი ამ საკითხზე, რომლის მისამართია sambaln.blogspot.com. ეს პროექტი გავაცანით ახლომდებარე სკოლების (სამტრედიის #1 და #4 საჯარო) მოსწავლეებს და ერთად ვფიქრობღ ამ საკითხზე. თქვენი ტრიბუნა პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრამპლინი იქნება ჩვენი ნაფიქრის საზოგადოების ფართო ასპარაზზე გასატანად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამ საკითხით დავაინტერესოთ სამტრედიის მკვიდრი წარმატებულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
შემოთავაზებული ქმედებები:შემოთავაზებული ქმედებები:
ა) ინტერესის გაჩენა
სამტრედიაში 1970–1991წწ იყო საკავშირო მასშტაბის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც 1991 წლის 26 ოქტომბერს, ღამის 3 საათზე გაურკვეველი მიზეზებით გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა მატერიალურ ფასეულობათა საწყობი, ინვენტარი, ზარლმა მაშინ 250 ათასი მანეთი შეადგინა. ხოლო შემდეგ, 1993 წელს სამტრედიის ტერიტორიაზე წარმოებულმა სამოქალაქო ომმა და სამხედრო ნაწილების თარეშმა სრულიად გამოიყვანა მწყობრიდან პანსიონატი. ამას დაემატა ჩვენი საერთო გასაჭირი და 1993 წლის 3 ოქტომბრიდან დღემდე კურორტის არა მარტო პანსიონატში, არამედ მთელ ტერიტორიაზე დაბინავებულია 470 დევნილი აფხაზეთიდან. მათ შორის არის ჩემი ორი თანაკლასელი ლალი კვარაცხელია და გიორგი შაკაია. მათთან სტუმრობისას მე და ჩემი კლასელი მეგობრები ხშირად გამოვთქვამდით გულისტკივილს იმის გამო, რომ ბუნების ეს სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის გამოიმეტა, ჩვენ ასე უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული. აქ ჩვენ მოვიძიეთ ძველი სურათები, წავიკითხეთ იმდროინდელი გაზეთები, წიგნები და ჩვენს გაოცებას საზღვარი არა აქვს. ბავშვებმა დავიწყეთ ოცნება, რომ იქნებ შეგვეძლოს ისევ დავუბრუნოთ ამ ტერიტორიებს ძველი სიდიადე და ბუნების ნაჩუქარი განძი უდანაკარგოდ გამოვიყენოთ. თანამედროვე ძვირადღირებული ენერგორესურსების გამოყენების ნაცვლად აქ ჩვენ ძალიან კარგი ალტერნატიული საშუალება გვაქვს. როგორც დავადგინეთ (ოფიციალური მონაცემები ამ წყლების შესახებ დასკანერებული ერთვის პროექტს სურ 1) აქ 650C ტემპერატურის წყალი დღე–ღამეში 2 764 800 ლიტრი მოცულობით მოედინება ბუნების წიაღიდან და ამოდენა ენერგია ამჟამად თითქმის იკარგება. კარგი მენეჯმენტისა და სწორი დაგეგმით გარდა იმისა, რომ უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია კანის ავადმყოფობით დააავადებულთა სამკურნალოდ, ეს ენერგია შეიძლება გამოყენებული იქნას სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და ზამთარში ავადმყოფთა გარდა ასევე ტურისტებიც შეიძლება დავაინტერესოთ აქ მოწყობილ სათბურებში მოწეული ბოსტნეულითა და ბაღჩეულით. ასევე სასტუმრო ოთახების გათბობის სამსახურშიც შეიძლება ჩავაყენოთ ეს წყალი და ამით დიდი მოგება შეიძლება ვნახოთ. მოსწავლეები ამაზე ვოცნებობდით, ვფიქრობდით და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გამოცხადდა ,,ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყარობის გამოყენების“ კონკურსი და გადავწყვითეთ ჩვენი ფიქრი და ოცნება თქვენ საშუალებით გავახმოვანოთ.
ბ) შევქმენით ინტერნეტ გვერდი sambaln.blogspot.com , სადაც ვისაუბრებთ სამტრედიაში გეოთერმული წყლების აღმოჩენის შესახებ ( იხ. ბ1), აქვე განვათავსებთ ჩვენი გათვლებით რა თანხა იქნებოდა საჭირო დღე–ღამეში ბუნების წიაღიდან ამოსული ამ დაახლოებით 2764800 ლიტრ მოცულობის წყლის 650 C ტემპერატურამდე გასათბობად (იხ. ბ2), და ამ გვერდს მომავალშიც განვაახლებთ. ამით და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერით, თუ რა თქმაუნდა თქვენ გამოიჩენთ გულისხმიერებას და გვერდით დაგვიდგებით სამტრედიის #2 სკოლის მოსწავლეებს, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, იქნებ დაინტერესდს საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ ჩვენ, სკოლის მოსწავლეებიც დავეხმარებით ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ფიზიკური შრომითაც.
( ბ1) გეოთერმული წყლები სამტრედიაში 36 წლის წინ აღმოაჩინეს: ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გეოლოგებმა ნავთობთობის გუმანი აიღეს და ბურღი გაუვალ ჭაობში ჩაუშვეს მოულოდნელად 1450მ სიღრმიდან ამოხეთქა თერმულმა გოგირდოვანმა წყალმა.
1970 წელის სამტრედიის არსებობის 100 წლისთავისათვის ზეიმის დღეებში საფუძველი ჩაეყარა 10 ადგილიანი ექსპერიმენტული სააბაზანო კორპუსის მშენებლობას, ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ზინაიდა ნაცვლიშვილი. საფუძველის ჩაყრაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი თანამემამულე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზოთერაპიის ინსტიტუტის აფხაზეთის ფილიალის დირექტორი ბატონი ალექსანდრ გრიგოლია. პარალელურად ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, გაიხსნა სასადილოები, 10 ჰექტარის ფართობის ეზო მთლიანად შემოიღობა ბეტონის ლიბოთი და ლითონის მავთულხლართი ღობით. მოეწყო კურორტის ეზო პარკი მწვანე ნარგავებით, სკვერებითა და ფილაქნებით მოფენილი სავალი ბილიკებით, ექსპლუატაციაში შევიდა 600 კვადრ. მეტრის ფართობის სასათბურე მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი თერმული წყლის ბაზაზე ფუნქციონირებდა, სადაც მოჰყავდათ ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, რომლებიც კურორტის დამსვენებლების რაციონალურ კვებას ემსახურებოდა. ასევე აქ გაიხსნა ორსართულიანი ახალი პოლიკნინიკა, რომელიც დაკომპლექტებული იყო სათანადო სამედიცინო და იმპორტული სამკურნალო დიაგნოსტიკური აპარატურით. აქ ლითონის მილები მალე შეცვალეს იუგოსლავიური წარმოების პოლიეთილენის მილებით, რადგან კურორტის თერმული წყლები თავისი შემადგენლობით მიეკუთვნება აგრესიული სამკურნალო წყლების კატეგორიას და იწვევდა ლითონის მილების კოროზიას. შემდეგ სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა ბოსტნეულის ფართით 1200კვ.მ, ლიმონარიუმი – ფართით 1400 კვ.მ, დაირგო 100 ძირი კაკლის ხე, რამოდენიმე ასეული დეკორატიული ხე, ბუჩქი, სკვერი მოიფინა ნაირფერი ყვავილებით. ყველაფერს ეტყობოდა მაღალი გემოვნება და ნახელავის მაღალი ხარისხი, აქ თურმე საპროცედურო ოთახში შემსვლელს თავი ხელოვნების მუზეუმში გეგონებოდათ, რაშიც ჩვენ დავრწმუნდით ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორის აწ გარდაცვლილი ქალბატონ ზინაიდა ნაცვლიშვილის ოჯახში მისი პირადი არქივის გაცნობის დროს, როცა დავათვალიერეთ მაშინდელი სურათები, აგრეთვე გავეცანით იმ დროინდელ პრესას, სადაც ამის შესახებ არის საუბარი. მაგალითად ამის შესახებ არაერთგზის წერდა 1990 წელს გაზეთი ,,წინსვლა“, საუბარია ნინო კობახიძის 2000 წელს გამოსულ წიგნში ,,სამტრედიის ისტორიული რარიტეტები“...
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პირველი სამი წლის განმავლობაში აქ მკურნალობა ჩაუტარდა 12000 ავადმყოფს, როგორც საქართველოდან, ისე საბჭოთა კავშირის სხავადასხვა რესპუბლიკიდან და საზღვარგარეთიდან. ასევე აღსანიშნავია მკურნალობის კარგი შედეგები.
სწორედ აქ იქნა დამონტაჟებული სამტრედიაში პირველი ჰელიოდანადგარი, რომელიც მზის ენერგიის პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურებოდა.
(ბ2) ჩვენ ვაწარმოეთ ფიზიკის გაკვეთილზე გათვლები, თუ რამდენი ჯოული სითბოა საჭირო 2764800 ლიტრ მოცულობის წყლის 650 C–მდე გასათბობად. Q=CM(t2-t1) Q=4200*2764800*(65-15)=6*1011ჯ=6*1011/3600000კვტ.სთ=1,66*105კვტ.სთ, ხოლო თუ ჩავთვლით, რომ 1 კვტ.საათი ღირს საშუალოდ 12 თეთრი, მაშინ დაახლოებით 20*105 თეთრის ანუ 20000 ლარის ელექტოენერგია იქნებოდა საჭირო დღე–ღამეში ბუნების წიაღიდან ამოსული ამ რაოდენობის წყლის 650C ტემპერატურამდე გასათბობად, რასაც ჩვენ ბუნების წიაღიდან მუდმუვად განახლებადი სახით ვღებულობთ.
გ) გამოვუშვებთ ბუკლეტს ამ საკითხზე და მას გავავრცელებთ ახლომდებარე სკოლებში (სამტრედიის #4 და #1 საჯარო სკოლებში #3 სკოლა ...), ამით მათთან ერთად დავიწყებთ ფიქრს, იმაზე თუ როგორ ჩავრთოთ ამ პროექტში ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად წარმატებულ ბიზნესში არიან დასაქმებული საქართველოსა და მის საზღვარგარეთ. ეხლა ძალინ დიდი ყურადღება ეთმობა ბუნებრივი რესურსების უდანაკარგოდ და ეფექტურად გამოყენებას, მის ხალხის სამსახურში ჩაყენებას, რაც იმედს გვისახავს, რომ აწი კიდევ დიდხანს აღარ დაიღვრება უქმად ასეთი მაღალი ტემპერატურის დაახლოებით 2765 ტონა წყალი დღე–ღამის განმავლობაში. დავადგინეთ ოფიციალური მონაცემები ამ წყლების შესახებ დასკანერებული ერთვის პროექტს სურ 1. რომლის მიხედვითაც გამოვუშვებთ საინფორმაციო ფურცელის განახლებულ ვარიანტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რითაც საზოგადოებას შევახსენებთ, იმის შესახებ თუ ,,რა განძი გვქონია"
დ) თუ კი თქვენი ორგანიზაცია დაინტერესდება და მოიწონებს ჩვენს პროექტს, შეიძლება მასში ჩაერთოს მეცნიერები, რომლებიც შექმნიან აგრესიული სამკურნალო წყლებისადმი გამძლე ისეთ მასალას, რომელიც გამძლე იქნება მისადმი, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ იგი იწვევს ლითონის მილების კოროზიას. შემდეგ იქნებ სამტრედიაშიც აშენდეს ისეთი ქარხანა, რომელიც ამ მილებს გამოუშვებს, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენ და იქნებ სწორი რეკლამირების წარმოების შემდეგ გამოგვადგეს საექსპორტოთაც. ამით ვფიქრობთ, რომ ჩვენს მშობლებს სამუშაოს პერსპექტივაც კი გაუჩნდეს მომავალში.
მოსალოდნელი შედეგები:
1. გვექნება განახლებული, კეთილმოწყობილი ბალნეოლოგიური კურორტი, სასტუმროთი, სასათბურე მეურნეობითა და სამკურნალო საპროცეურო კაბინეტებით.
2. დასაქმდება არაერთი ჩვენი თანაქალაქელი, რითაც საფუძველი ჩაეყრება სამტრედიაში მეურნების განვითარებას, და იქნებ მომავალში სამტრედიაც ისე გალამაზდეს, როგორც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, აქაც ისევე დაიწყოს ფართომასშტაბიანი მშენებლობები, როგორც ქუთაისში, ბათუმსა და სახვა დიდ ქალაქებში. ამით სამტრედიელები აღარ ვიგრძნობთ თავს მიტოვებულ და ყველაზე უინტერესო ადგილის მკვიდრებად. რამეთუ ბუნებამ ჩვენთანაც დაიბერტყა თავისი უხვი კალთა, ხოლო თუ ის ჯერ კიდევ გამოუყენებელია, და უქმად მიედინება ასეთი იშვიათი თვისებების წყალი, ისევ ჩვენი უნიათობის გამო. უფალი, ალბათ ჩვენ მოგვმართავდა, ,,გაანძრიე ხელი და გიშველიო“. ღმერთმა გვაჩუქა ეს განძი, ხოლო ჩვენ თუ არ გავანძრიეთ ხელი და არ მოვუარეთ, არ გამოვაჩინეთ მისი ღირსებები, თუ არ გამოვიყენეთ სათანადოდ, მაშ, სხვის მიმართ რატომ უნდა ვთქვათ საყვედური?
3. ჩამოსული დამსვენებლებისა და ავადმოფებისათვის გომოცემული სპეციალური ქართულ–ინგლისური ბუკლეტით გავუწევთ პოპულარიზაციას სამტრედიის ისტორიულ ძეგლესა და ღირსშესანიშნაობებს, ამით სამტრედიაც საინტერესო სუბიექტი აღმოჩნდება ტურისტებისათვის.

2 комментария: